საბერძნეთი ნატოს მოუწოდებს თურქეთის გამო, ეგეოსის ზღვაში გემების რაოდენობა გაზარდოს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ნატოს მოუწოდებს ეგეოსის ზღვაში გემების რაოდენობა გაზარდოს, მას შემდეგ, რაც თურქეთმა ევროკავშირს დაემუქრა, რომ შესაძლოა 3 მილიონი სირიელი ლტოლვილისთვის საზღვარი გახსნას.

ამის შესახებ მიცოტაკისმა ნატოს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს და წევრ-ქვეყნებს ვთხოვე, რომ ეგეოსის ზღვაში ყოფნა გემების რაოდენობის გაზრდით გააძლიერონ. ვთხოვთ, რომ მისია ეგეოსის ზღვის სამხრეთით გაფართოვდეს, რომ ჩვენი საზღვაო საზღვრების ყველა სპექტრის დაცვა შევძლოთ“,-აღნიშნა საბერძნეთის პრემიერმა.

ნატოს ეგეოსის ზღვაში 6 გემი ჰყავს, რომლებიც გემების გადაადგილებას აკვირდებიან და საბერძნეთისა და თურქეთის სანაპირო დაცვას შესაბამის შეტყობინებებს უგზავნიან. სტოლტენბერგმა, თავის მხრივ, ნატოს მოკავშირეებს მოუწოდა „მეტი გემი გამოყონ“, თუმცა აღნიშნა, რომ ნატოს საპატრულო გემების მანდატი „ინფორმაციის გაცვლაში და არა ლტოლვილების ნავების დაკავებაშია“.

9 ოქტომბერს თურქეთმა სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ დაიწყო, რაც ევროკავშირმა დაგმო და „შეჭრად“ შეაფასა. საპასუხოდ, ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ევროკავშირს დაემუქრა, რომ თუ ოპერაციას მსგავსი ტერმინებით მოიხსენიებენ, საზღვრებს 3 მილიონი ლტოლვილისთვის გახსნის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები