ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნინო ახალკაცის პერსონალური გამოფენა გაიმართება

11-13 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მხატვარ ნინო ახალკაცის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
ეორვნული ბიბლიოთეკის ინფორმაციით, გამოფენა გაიხსნება 11 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის მე-2 კორპუსში,  დამოუკიდებლობის დარბაზში.
ნინო ახალკაცმა 1993 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტი.
„ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაა… ჩემი ნახატები ჩემი ემოციების პირდაპირი ექოა… ვცდილობ, ჩემი მსოფლმხედველობა და ფიქრები ტილოზე სრულყოფილ რეალობად ვაქციო. ალბათ, ფუნჯით ხელში დავიბადე, რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავ“, – ამბობს ნინო ახალკაცი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები