თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გულბათ ტორაძის ხსოვნის საღამო-კონცერტი გაიმართება
15 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში, გულბათ ტორაძის ხსოვნის საღამო-კონცერტი გაიმართება.
მუსიკისმცოდნე, ხელოვნების ქურუმი, არაერთი წიგნის ავტორი, კონსერვატორიის ემერიტუს-პროფესიორი გულბათ ტორაძე 1928 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა და ზუსტად 90 წლის ასაკში, 2018 წლის 17 ოქტომბერს გარდაიცვალა.
მომდევნო კვირაში კონსერვატორიაში გულბათ ტორაძისადმი მიძღვნილი 2 ღონისძიება გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ: კონსერვატორიის პროფერსორები, მისი მეგობრები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
საღამოს გაუძღვება პროფესორი მარინა ქავთარაძე.
16 ოქტომბერს კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში სამეცნიერო კონფერენცია – „გულბათ ტორაძე და ქართული მუსიკა“ გაიმართება.
დასწრება თავისუფალია.