ქარელში, რუისის კვირიკეწმინდის სახელობის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა

 2019 წლის აპრილიდან ქარელის მუნიციპალიტეტის, სოფელ რუისის კვირიკეწმინდის სახელობის ეკლესიის რესტავრაციის სამუშაოები ჩატარდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესია ძალიან დაზიანებული იყო, საკედლე წყობები – თითქმის ჩამოშლილი, სახურავი  კი – უვარგისი იყო.
ჩატარდა შემდეგი სამუშაოები:
კამარის ზურგი და სახურავს ქვეშ ნაწილი გაიწმინდა დუღაბისგან;
სუფთად თლილი ნიჩბისის ქვით აღდგა ეკლესიის ნაკლული და დაზიანებული საფასადე კედლის გარე საპირე წყობა;
კარნიზების დასამონტაჟებლად გასწორდა, აღდგა კარნიზქვედა წყობა და გამოითალა ანალოგიური ქვები;
გამოქარული ნალესობები მოიხსნა და შეილესა კირდუღაბით.

შემსრულებელი: შპს “ბედეკი westi” .
სამუშაოები საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით შესრულდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები