სირიის მხრიდან სარაკეტო დარტყმებს თურქეთში 6 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 70-მდე დაშავდა

ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 70-მდე ადამიანი დაშავდა სირიის მხრიდან თურქეთის ქალაქებზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად. ამის შესახებ გამოცემა „Daily Sabah“ იუწყება.

ამ ინფორმაციის თანახმად, სამი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, დაიღუპნენ, ხოლო 45 ადამიანი დაშავდა თურქეთის საზღვრისპირა ქალაქ აჩკაკალეზე ნაღმტყორცნებიდან თავდასხმის შედეგად.

რაც შეეხება პროვინცია მარდინს, იქ ასევე, სამი მშვიდობიანი მოქალაქე გარდაიცვალა და 20-ზე მეტი დაშავდა.

ცნობისთვის, თურქეთმა 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ოპერაცია მიმართულია „სირიის დემოკრატიული ძალების“ წინააღმდეგ, სადაც ქურთული რაზმები ჭარბობს და რომლებიც აკონტროლებენ ქვეყნის ამ რეგიონს.

თურქული მხარე სამხედრო ოპერაციის შედეგად, 109 „ბოევიკის“ განადგურების შესახებ იუწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები