სერგეი ლავროვი: რუსეთი გაგებით ეკიდება თურქეთის ლეგიტიმურ შეშფოთებას მისი საზღვრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით

სირიის კრიზისის დაწყების დღიდან, ჩვენ ყოველთვის ვამახვილებდით ყურადღებას იმაზე, რომ რუსეთი გაგებით ეკიდება თურქეთის ლეგიტიმურ შეშფოთებას მისი საზღვრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები დამასკოსა და ანკარას შორის 1998 წელს მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გადაიჭრას.

„სამწუხაროდ, ამ შეთანხმების ეფექტური განხორციელება, რაც თურქეთ-სირიის საზღვარზე ტერორისტული თავდასხმების ალაგმვის მიზნით ერთობლივ ძალისხმევას ითვალისწინებს, ამერიკელებისა და მათი კოალიციის მიერ იყო გართულებული“, – აღნიშნა ლავროვმა.

რუსმა დიპლომატმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აპირებს ხელი შეუწყოს დიალოგის დამყარებას დამასკოსა და ანკარას, ასევე სირიის ხელისუფლებასა და ქურთულ ორგანიზაციებს შორის.

„ჩვენ ახლა სირიასა და თურქეთს შორის დიალოგის დამყარება გვსურს. გვაქვს მიზეზი, გვჯეროდეს, რომ ეს ორივე მხარის ინტერესებში შედის“,- აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რომლის მიზანი საზღვრისპირა რეგიონში „უსაფრთხოების ზოლის“ შექმნაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები