ტრამპი თურქეთს „ძლიერი დარტყმით” დაემუქრა

ვაშინგტონი სირიაში თურქეთის მიერ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას ყურადღებით აკვირდება და მზად არის ანკარას „ძლიერი დარტყმა“ მიაყენოს, თუ ის „წესებით არ ითამაშებს“.

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Twitter-ში დაწერა.

„ვამბობ, რომ თურქეთს ფინანსურად და სანქციების გზით ძალიან დავარტყამ, თუ წესების დაცვით არ ითამაშებენ“, -დაწერა ტრამპმა.

ანკარამ, 9 ოქტომბერს სირიის ჩრდილოეთით სამხედრო ოპერაცია „სამშვიდობო წყარო“ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები