მამა ანდრია ჯაღმაიძე: გვაიმედებს და გვახარებს ჩვენი პრემიერის ასეთი ენერგიული ჩართულობა და პირველი პოზიტიური შედეგი ამ შეხვედრიდან

მამა ანდრია ჯაღმაიძემ დავით გარეჯთან მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ტელეკომპანია იმედის ეთერში ისაუბრა.

მისი განცხადებით, აზერბაიჯანთან კეთილმეზობლური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ასევე, ძალიან დასაფასებელია ყველა იმ ადამიანის შრომა, ვინც ამ ურთიერთობის შენარჩუნებაზე ზრუნავს.

„ძალიან მისასალმებელია პრეზიდენტ ალიევის დამოკიდებულება, რომელიც ორიენტირებულია პრობლემის მოგვარებაზე. ძალიან გვაიმედებს და გვახარებს ჩვენი პრემიერის ასეთი ენერგიული ჩართულობა და პირველი პოზიტიური შედეგი ამ შეხვედრიდან. აღსანიშნავია, რომ ამ კეთილმეზობლურ განწყობაზე ეკლესიაც ზრუნავს და უპრეცედენტო შემთხვევა გვაქვს, როდესაც განსხვავებული კონფესიების რელიგიურის ლიდერები ასეთ ურთიერთობაში არიან როგორც საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე და სრულიად მულსიმთა ლიდერი ფაშა ზადე. ესეც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფონს“, – განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები