გავრცელებული ინფორმაციით, კიევში “ქართული ლეგიონის” წევრები დააკავეს(ვიდეო)

კიევში “ქართული ლეგიონის” წევრები დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს და ფაქტის ამსახველ ფოტო/ვიდეო მასალასაც აქვეყნებს.

ტატიანა პეტრიშინი წერს, რომ „უკრაინაში განუკითხაობას საზღვარი არ აქვს. უმიზეზოდ, ახსნა-განმარტების გარეშე, აკავებენ მათ, ვინც ჩვენთვის სისხლი დაღვარა. ისინი ვისაც უკრაინისთვის არ უღალატია, და მძიმე წუთებში ჩვენთან ერთად იყვნენ.

გვჭირდება, სამოქალაქო მხარდაჭერა და კვალიფიციური იურიდიული დახმარება.

ჩვენი პოლიცია დაესხა თავს მოხალისეებს და უკრაინის გმირებს – ქართული ლეგიონის ჯარისკაცებს.

დარწმუნებული ვარ, ეს არ არის ფორმაში ჩაცმული ადამიანების შეცდომა, იმიტომ რომ ქართული ლეგიონის და იური რუდენკოს საჯარო გამოსვლები, ზოგიერთ ადამიანს უკვე ნორმალურად სუნთქვის საშუალებას არ აძლევს.

ხელები შორს ქართული ლეგიონის მებრძოლებისგან!“,-წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები