სომხეთმა სირიაში თურქეთის ოპერაცია დაგმო – ფაშინიანი საერთაშორისო თანამეგობრობას ეროვნული უმცირესობების დაცვისკენ მოუწოდებს

სომხეთმა თურქეთის მიერ სირიის ჩრდილოეთით დაწყებული სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის ფარი“ დაგმო.

ქვეყნის საგარეოპოლიტიკური უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ „შეჭრა რეგიონალური უსაფრთხოების გაუარესებას, მსხვერპლს მშვიდობიან მოქალაქეებში, ლტოლვილების დიდ ნაკადს და ახალ ჰუმანიტარულ კრიზის გამოიწვევს.

სომხეთი სირიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და სირიელ მოქალაქეებს მომავალშიც აღმოუჩენს ჰუმანიტარულ დახმარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

საკითხს დღეს, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანიც გამოეხმაურა, რომელმაც მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „ეფექტური ზომები მიიღოს, რათა უკანონო ოპერაციის აღკვეთა და მოქალაქეების დაცვა მოხერხდეს, მათ შორის ეროვნული უმცირესობების უფლებების“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები