ნობელის პრემიის ლაურეატები ლიტერატურის დარგში ოლგა ტოკარჩუკი და პიტერ ჰანდკე გახდნენ

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში პოლონელ მწერალ ოლგა ტოკარჩუკს და ავსტრიელ  მწერალ პიტერ ჰანდკეს მიენიჭათ.
პიტერ ჰანდკემ პრემია მიიღო „მნიშვნელოვანი ნაშრომისთვის, რომელმაც ლინგვისტური გენიალობით გამოიკვლია ადამიანური არსებობის საზღვრები და თავისებურებანი“.
ოლგა ტოკარჩუკის დებიუტი კი 1993 წელს შედგა, მაგრამ დიდ აღიარებას მიაღწია რომანით „პირველყოფილები და სხვა დროები“. გასულ წელს მან პირველმა მიიღო პოლონელ მწერალთა შორის  ბუკერის პრემია.
ჰანდკე 1942 წელს დაიბადა ავსტრიის სამხრეთ ფედერალურ მიწაზე, კარინტიაში. მისი პირველი რომანი 1966 წელს გამოქვეყნდა. ის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ  ევროპელ მწერალთა შორის ერთ-ერთ გავლენიან მწერლად ითვლება.
ოლგა ტოკარჩუკი და პიტერ ჰანდკე 2018 და 2019 წლების ლაურეატები არიან. როგორც ცნობილია, გასულ წელს აგორებული სკანდალის გამო, შვედეთის აკადემიას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი არ დაუსახელებია. აკადემიის წევრის მეუღლე 18-მა ქალმა სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები