ზელენსკი: პოროშენკოს ახალი მაიდნის ლიდერობა სურს – სისხლისღვრა არ იქნება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს ახალი მაიდნის ლიდერობა უნდა.

„პოროშენკოს შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ მას ჰგონია, რომ შეუძლია სხვა მაიდნის ლიდერი იყოს. მისი რიტორიკა, ისევე როგორც სტატუსი იცვლება. მაგრამ, ერთადერთი რაც მას ავიწყდება, არის ის, რომ პოროშენკო პრეზიდენტი აღარ არის. ვშიშობ, მას ამის უბრალოდ არ სჯერა. ვშიშობ, ეს პრობლემები ფიზიკურ დონეზეა“,-აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ მისმა გუნდა „ინფორმაციულად წააგო“ რადგან აღმოჩნდა რომ „შტაინმაიერის ფორმულის“ არსი და საჭიროება მოსახლეობამდე სათანადო დონეზე არ მიიტანეს.

„ბატონი პოროშენკო მიხვდა, რომ შტაინმაიერის ფორმულა – გასაღებია. ჩვენმა გუნდა კი, კომუნიკაცია წააგო. ამას ვაღიარებ. რაც შეეხება მაიდანს ზოგადად, არაფერი მსგავსის შიში არ მაქვს. ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ წამს, ვარ მზად, რომ თუ საზოგადოება ნამდვილად მოისურვებს არ ვიყო პრეზიდენტი. სისხლისზღვრა არ იქნება. ძალიან მშვიდად ვუყურებ ამას. მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს, რას აირჩევენ. ამით ომის დამთავრებას ნამდვილად არ აირჩევენ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები