სინგაპური, შესაძლოა, მსოფლიოს პირველი ქვეყანა გახდეს, სადაც შაქრის მაღალი შემცვლელი სასმელების რეკლამა აიკრძალება

სინგაპურის მთავრობა, დიაბეტთან ბრძოლის ფარგლებში, შაქრის მაღალი შემცვლელი სასმელების რეკლამის აკრძალვას გეგმავს.

ამის შესახებ გაზეთი Straits Times წერს.

გარდა ამისა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ედვინ ტონგმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მსგავსი სასმელების მწარმოებლებს დაავალებს ეტიკეტზე მოათავსონ სპეციალური მარკირება იმის შესახებ, რომ პროდუქტი ჯანმრთელობისთვის, შესაძლოა, საზიანო იყოს.

ახალი წესი შეეხება როგოც ბოთლებში ჩამოსხმულ სითხეებს, ასევე უალკოჰოლო სასმელებს, რძის პროდუქტებს და იოგურტებს.

როდის იქნება დანერგილი ახალი წესი 2020 წელს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები