ლევან სურგულაძე: კომპანიები ემზადებიან, რომ საინტერესო ფინანსური ინსტრუმენტები შექმნან

“საპენსიო რეფორმას ორი მნიშვნელოვანი მიზანი აქვს. პირველი გრძელვადიანი, რომელმაც საპენსიო ასაკში მოქალაქეების ფინანსურად უზრუნველყოფილი ცხოვრება უნდა უზრუნველყოს, მეორე კი, მოკლე ვადიანი, რომელიც კაპიტალის ბაზრის განვითარებას გულისხმობს” – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საინვესტიციო ინსტრუმენტების მხრივ არჩევანი ძალიან მწირია, თუმცა მოთხოვნა არის ლატენტური.

,,ისინი უნდა იყვნენ გამჭირვალე, მომგებიანი, გაიარონ აუდიტი, მიიღონ შესაბამისი რეიტინგი და გააკეთონ ფასიანი ქაღალდებიც იმიტომ რომ ჩვენ აკრძალული გვაქვს პირდაპირ ინვესტიციებში შესვლა. ჩვენ მხოლოდ ფინანსური ინსტრუმენტები შეგვიძლია შევიძინოთ და ეს კომპანიები იქნებიან მოტივირებული და გამოუშვებენ კიდევაც ასეთ ფინანსურ ინსტრუმენტებს. ჩემი პროგნოზით, უახლოეს სამ-ოთხ წელიწადში ეს ეფექტი ჩვენ აუცილებლად უნდა დავინახოთ. უკვე არის ბაზარზე მოძრაობა, უკვე არის ინტერესი ამ ფულის მიმართ გამოხატული, კომპანიები უკვე ემზადებიან რომ გამოუშვან საინტერესო ფინანსური ინსტრუმენტები და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს რომ ამ ფულს აქ განვათავსებთ.“ – განაცხადა ლევან სურგულაძემ.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა 2018 წლის საქმიანობის ანგარიში გუშინ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები