“ვითიბი ბანკის” და Visa -ს გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

“ვითიბი ბანკისა” და Visa -ს გათამაშებაში სექტებრის თვის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. “ვითიბი ბანკის” Visa -ს ბარათით და Apple Pay-ს გამოყენებით ყველაზე მეტი ტრანზაქციის და ყველაზე დიდი თანხის მოცულობის მიხედვით ბანკმა ჯამში 9 გამარჯვებული გამოავლინა.

ყველა გამარჯვებულს საჩუქრად, შეკვეთილში სასტუმრო “პარაგრაფის“ ორკაციანი საგზური გადაეცა. აღსანიშნავია, რომ გათამაშება გრძელდება, გამარჯვებულები გამოვლინდება ყოველკვირეულად, პრინციპით, 2 გამარჯვებული ყველაზე მეტი ტრანზაქციის და 1 გამარჯვებული ყველაზე დიდი თანხის მოცულობის მიხედვით.

გათამაშებაში მონაწილეობისთვის, 3 სექტემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, “ვითიბი ბანკის” ბარათის მფლობელებს შეუძლიათ Apple Pay-ით მარტივად სმარტფონის გამოყენებით გადაიხადონ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში. ამ ეტაპისთვის Apple Pay-ს გამოყენებით 25,000 –ზე მეტი ტრანზაქციაა განხორციელებული და 3,400-ზე მეტი ბარათია გააქტიურებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები