შალვა თადუმაძე გიორგი მშვენიერაძეს: ზუსტად ვგრძნობ იმ არაკეთილსინდისიერებას, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ამ პროცესისა და კონკრეტულად ჩემ მიმართ

ზუსტად ვგრძნობ იმ არაკეთილსინდისიერებას, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ამ პროცესისა და კონკრეტულად ჩემ მიმართ, არ ვაპირებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას, – ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელს გიორგი მშვენიერაძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.

მისი თქმით, სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს.

“თქვენ, ბატონო გიორგი, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირის პირადი მობილური ტელეფონი, ხაზს ვუსვამ, პირადი მობილური ტელეფონი გამოაცხადეთ საჯაროდ და საზოგადოებას მოუწოდეთ, მისთვის ნეგატიური მესიჯები მიეწერა, ისე, რომ არ გიფიქრიათ, ამას რა შედეგები შეიძლებოდა მოჰყოლოდა. სამოქალაქო პროტესტის ისტორიაში მსგავსი არაკეთილსინდისიერი საქციელი არ არსებობს. ამიტომ მე ზუსტად ვგრძნობ თქვენს დამოკიდებულებას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მაღალი თანამდებობის მიმართ თქვენი ამ საქციელით. ზუსტად ვგრძნობ იმ კვალიფიკაციას, რომელზეც თქვენ საუბრობთ ჩემს განათლებასთან მიმართებაში და თუ ეს კვალიფიკაცია დამაკმაყოფილებელია, მაშინ ზუსტად ვგრძნობ იმ არაკეთილსინდისიერებას, რომელსაც თქვენ ახორციელებთ ამ პროცესის მიმართ და კონკრეტულად ჩემ მიმართ. ამიტომ თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, საჯაროდ ვაცხადებ და ეს შეგიძლიათ, ბატონო პარლამენტარებო, თქვენი გადაწყვეტილების დროს მხედველობაში მიიღოთ, თქვენ შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მე თქვენს ვერცერთ კითხვას პასუხი ვერ გავეცი. მე არ ვაპირებ თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემას“, – განაცხადა თადუმაძემ.

გუშინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები