აკაკი ზოიძე: თუ ჩვენ გავაჩენთ იაფ საინვესტიციო კაპიტალს, ეს, რა თქმა უნდა, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის

თუ ჩვენ გავაჩენთ იაფ საინვესტიციო კაპიტალს, ეს, რა თქმა უნდა, დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, აკაკი ზოიძემ, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მან საპენსიო სააგენტოს მუშაობა დადებითად შეაფასა და საინვესტიციო საბჭოს შესახებ ისაუბრა. როგორც აკაკი ზოიძემ აღნიშნა, საბჭო საერთაშორისო რანგის ფინანსისტებით, იურისტებით, მენეჯერებით და დარგის სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული.

კომიტეტის თავმდჯომარემ განაცხადა, რომ საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს აქვთ მოსაზრებები საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

“მათ ჰქონდათ კონკრეტული წინადადებები გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც გაუადვილებდათ მათ საინვესტიციო პოლიტიკის წარმოებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ შედეგების მისაღწევად, რაც დაგეგმილი გვაქვს. მათ შორის არის სამუშაო ადგილების შექმნა. თუ ჩვენ გავაჩენთ იაფ საინვესტიციო კაპიტალს, ეს, რა თქმა უნდა, დამატებით შექმნის სამუშაო ადგილებს.“ – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

შეგახსენებთ, რომ საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ 2018 წლის საქმიანობის ანგარიში გუშინ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტზე წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები