გულორდავა თავაძეს: არაფერი გსმენიათ, რომ მაშინდელ იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურაში გარკვეული შავი ბუღალტერია და ანგარიშები არსებობდა?

არაფერი გსმენიათ ადგილობრივი და საერთაშორისო მონიტორების ანგარიშების შესახებ, სადაც არაერთგზის არის მოხვედრილი ასეთი ფაქტები, რომ მაშინდელ იუსტიციის სამინისტროში, პროკურატურაში და ა.შ. არსებობდა გარკვეული შავი ბუღალტერია, შავი ანგარიშები, სადაც სხვადასხვა არალეგალური თანხა აკუმულირდებოდა?, – ამ კითხვით უმრავლესობის წევრმა გოგა გულორდავამ მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს მიმართა.

დეპუტატმა კანდიდატს განუმარტა, კონკრეტულად რაზე მიუთითებდა.

“თქვენ ახსენეთ საპროცესო შეთანხმებები. ამაზე არის საუბარი, რომ ხშირად საპროცესო გარიგებით მიღებული თანხები არ ხვდებოდა მიზნობრივად საბიუჯეტო ანგარიშებზე და ხვდებოდა სხვადასხვა ანგარიშზე. ამაზე მრავალი საქმეც არსებობს და დღევანდელი მდგომარეობითაც მიდის გამოძიება პროკურატურაში, რომ გამქრალია საერთოდ ის ანგარიშები. საპროცესო გარიგების შემთხვევაში, ანგარიშზე თანხის შეტანისას ეთითებოდა საქმის ნომერი და ბრალდებულის ვინაობა, ეს ყველა საბანკო ამონაწერში ჩვეულებრივად გამოჩნდებოდა, რომ თქვენს ანგარიშზე იყო შემოსული თანხა”, – განმარტა გოგა გულორდავამ.

გულორდავა დაინტერესდა, კანდიდატის აზრით, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. მან თავადვე განმარტა, რომ ახალი კანონმდებლობით განსაზღვრულია კიდევ ერთ კრიტერიუმი – კეთილსინდისიერება, რაც კანონმდებლობაში შემთხვევით არ ჩაწერილა.

“ამ პრინციპიდან გამომდინარე მე ვთვლი, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატის ირგვლივ არ უნდა რჩებოდეს გარკვეული კითხვის ნიშნები, ეს კითხვის ნიშნები სხვადასხვა ჯგუფის თუ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მიმართ წამოწეულია, არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და მე მინდა, თქვენ ამაზე ისაუბროთ, ეს არის თქვენს ქონებრივ დეკლარაციასთან დაკავშირებული საკითხი და იმ ბინის გასხვისებასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც თქვენ სიმბოლურ ფასად გადმოგეცათ, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს და გთხოვთ ამ კითხვაზე გულწრფელად და ამომწურავად გასცეთ პასუხი. ისე რომ, საზოგადოებაში აღარ დავტოვოთ კითხვის ნიშნები”, – განაცხადა გოგა გულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები