თეა წულუკიანი: გუშინ პარლამენტში შალვა თადუმაძის მოსმენისას ზოგიერთმა დეპუტატმა შემთხვევით ისარგებლა და შეურაცხყოფის კორიანტელი დააყენა

გუშინ პარლამენტში შალვა თადუმაძის მოსმენისას ზოგიერთმა დეპუტატმა ისარგებლა შემთხვევით და შეურაცხყოფის კორიანტელი დააყენა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის მოსმენაზე კომენტირებისას განაცხადა.

“გუშინ პარლამენტში ვნახეთ უპრეცედენტო პროცესი, რომელიც გუშინ არ დაწყებულა და რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას უკავშირდება. ეს არის შედეგი იმ დიდი რეფორმისა და კანონის, რომელიც პარლამენტმა მიიღო, რომელსაც დადებითი შეფასება მისცა ვენეციის კომისიამ. ამ უპრეცედენტო მნიშვნელობის პროცედურაში, რომელიც განსაკუთრებული ხარისხის ღიაობას, გამჭვირვალეობას უზრუნველყოფს, ვნახეთ, რომ ზოგიერთმა დეპუტატმა ისარგებლა შემთხვევით და შეურაცხყოფის კორიანტელი დააყენა. ჩავთვალოთ, რომ დეპუტატს აქვს ამის უფლება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ყველა კანდიდატი და არა მხოლოდ შალვა თადუმაძე, ცდილობს, ამ შეურაცხყოფის კორიანტელს მაქსიმალურად ღირსეული პასუხები გასცეს. დანარჩენს გვაჩვენებს კენჭისყრა. ვფიქრობ, ეს პრაქტიკული გამოცდილება ბევრ რამეს შესძენს სამომავლოდ პროცესებს, რადგან ალბათ კანონიც იქნება წლებთან ერთად დასახვეწი, ასევე ზოგიერთი დეპუტატის საპარლამენტო კულტურაც იქნება კიდევ უფრო დასახვეწი მომავალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად და რეალურად, ჩვენი ამომრჩეველიც ხედავს, მათი რჩეულები როგორ იქცევიან და მომავალ არჩევნებზეც ამას მიიღებენ მხედველობაში“, – განმარტა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები