ნიკა მელია სასამართლოზე “შმაქსით” მიდის

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში “შმაქსით” მიდის, სადაც მისადმი ბრალდების საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 საათზე გაიმართება.

პოლიტიკოსმა სასამართლოში მისვლამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ საქმე პოლიტიზირებულია.

“ამ საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, ალბათ კომენტარსაც არ საჭიროებს, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიზირებული საქმე, ისევე როგორც ათეულობით საქმე საქალაქო სასამართლოში სხვადასხვა აქტიურ პირებზე, რომლებიც არიან ოპოზიციაში ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც გადაწყვიტა იქცეს ფეოდალად, დანიშნოს საკუთარი მოსამსახურე პერსონალები მინისტრებად, ჩამოაყალიბოს კრიმინალური რეჟიმი, სადაც პოლიციელები ადამიანებს იტაცებენ, კრიმინალებს გადასცემენ და შემდეგ კრიმინალები ამ ადამიანებს კლავენ, სადაც პარლამენტში პროკურატურის თანამშრომლები ფოტოებს მალულად უღებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, პოლიტიკოსებს და რამდენიმე წთ-ში შავი პიარის ფბ გვერდებზე იტვირთება დასპონსორებულად, მე არ მივდივარ სასამართლოში, ეს არ არის სასამართლო, ეს არის ბიძინას კერძო უწყება”, – აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას წინასასამართლო სხდომა უკავშირდება 20-21 ივნისს საქმეს, მას ბრალად ედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და უშუალო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები