სახლი – თურქული სერიალების მთავარი “გმირი“ ქვეყნის ეკონომიკის სამსახურში

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თურქული სერიალები, რომლებსაც უკვე მსოფლიოს 150 ქვეყანაში 500 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს, უძრავი ქონების ექსპერტებმა ქვეყნის უძრავ ქონებაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად აღიარეს.

როგორც უძრავი ქონების თურქი ექსპერტი ჰამზე ოზლუ ამბობს, სერიალებმა დიდი როლი შეასრულეს იმაში, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში უცხოელების მხრიდან თურქეთში სახლებზე მოთხოვნა გაიზარდა.

მყიდველებს შორის ჭარბობენ რუსეთისა და ირანის მოქალაქეები. თანაც, უმეტესობას სურს, ისეთი სახლი შეიძინოს, როგორიც მის საყვარელ სერიალშია.

ოზლუს თქმით, უცხოელების 6 %-მა, რომლებმაც მისი კომპანიის შუამავლობით ისარგებლეს, სწორედ სერიალში შემჩნეული სახლები შეიძინეს.

ექსპერტი აღნიშნავს, რომ თურქული სერიალების იმპორტის ზრდა მნიშვნელოვანია, რადგან ეს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება – როგორც უძრავი ქონების ვაჭრობის გააქტიურებით, ისე ქვეყნის მიმართ ტურისტების დაინტერესებით.

***
სახლის მშენებლობისა და რემონტის შესახებ სასარგებლო ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდებზე:

https://metalokramiti.ge

https://www.goodworks.ge

 

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები