ფარავნის არქეოლოგიური ექსპედიცია დასრულდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში ფარავნის არქეოლოგიური ექსპედიცია გამორჩეულად საინტერესო შედეგებით დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ექსპედიციამ იმუშავა რამდენიმე მიმართულებით:
შეიქმნა საკუთარი საველე დოკუმენტაციის სისტემა;
შეიმუშავა მონაცემთა ბაზების საკუთარი ელექტრონული სისტემა;
შეიქმნა ქართულ ექსპედიციაზე მორგებული სტუდენტთა თეორიული და პრაქტიკული სწავლების საკუთარი მოდელი;
მოხდა სატელიტური დაზვერვების შედეგად გამოვლენილი ძეგლების ადგილზე იდენტიფიცირება;
აეროდაზვერვების შედეგად შეირჩა ყორღანული სამარხი;
დაიწყო ყორღანის (რომელსაც გააჩნია სარიტუალო გზა) არქეოლოგიური შესწავლა;
პარალელურად მოხდა შუასაუკუნეებისა და სავარაუდოდ რკინის ხანის ნასახლარებზე საკონტროლო შურფების დადება.
პროექტის ხელმძღვანელია ნინო პატარიძე, არქეოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი: დავით დარეჯანაშვილი, კონსულტანტი :კახა კახიანი.
დოკუმენტაციის წარმოების მიმართულების ხელმძღვანელი: მათე ახალაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები