პრემიერი: დღეს გვექნება შეხვედრა მევენახეობის და მეღვინეობის მიმართულებით

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მევენახეებთან და მეღვინეებთან შეხვედრა დააანონსა.
„ჩვენ დავიწყეთ ბიზნესთან შეხვედრები. დღეს გვექნება შეხვედრა მევენახეობის და მეღვინეობის მიმართულებით. რთველი უკვე დასასრულ ფაზაში გადავიდა. გვაქვს გარკვეული შედეგები. გვესმის, რომ იყო გარკვეული გამოწვევები, თუმცა საერთო ჯამში რთველმა კახეთის რეგიონში კარგად ჩაიარა. დღეს დარგს გვინდა ვესაუბროთ იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლებიც არის როგორც ადგილობრივი წარმოების, მევენახეობის, ასევე ბაზრების წვდომის და ექსპორტის თვალსაზრისით“- განაცახდა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები