ტყიბულში გარე განათების ქსელის განახლება მიმდინარეობს

ტყიბულში გარე განათების ქსელის მოწყობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ახალი განთების სისტემა ქალაქის შემოსასვლელში, 1200 მეტრზე მოეწყო.

ხრესილის ქუჩაზე გარე განათების ორმოცი ბოძი დამონტაჟდა და ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათები განთავსდა.

მუნიციპალიტეტმა წელს ელექტრონული ტენდერის საშუალებით სხვადასხვა სიმძლავრის 770 -მდე მრავალწერტილოვანი (LED) სანათი შეიძინა, რომლითაც 43 ქუჩაზე და ტყიბული-ქუთაისის გზატკეცილზე გარე განათება განახლდა.

ახალი დიოდური სანათების მთავარი უპირატესობა ვიზუალურ მხარესთან ერთად მისი ენერგოეფექტურობაა, რაც ტყიბულის განათებაში დახარჯულ ელექტროენერგიასა და ექსპლუატაციის ხარჯებს საკმაოდ შეამცირებს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გარე განათების ქსელის რეაბილიტაციას, ა.(ა.)ი.პ. ტყიბულის მუნიციპალიტეტის კომუნალური გაერთიანება აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები