თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

0
დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
 
მათივე ინფორმაციით, გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, მუხინის ნაკვეთების, მუხიანის IVა, IVბ მიკრორაიონებისა და ალეკო გობრონიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მცხოვრებლებს.
 
10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გობრონიძის, ხიზანიშვილის, მოსულიშვილისა და ბოჭორიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასხლების IV მიკრორაიონის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის III კვარტლის, ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, ზღვისუბნის დასახლების IV, X კვარტლების, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის IV, V კვარტლების, ილია ნიჟარაძის, გიორგი ავალიშვილის, ავშნის, ნუშის, ისაკიანის, ჯანაშიას, გია რომელაშვილის, ანტონ II, მონადირის, ვახტანგ ფირცხალავას, ღრმაღელეს, ანაპის 414-ე დივიზიის, მუხრანისა და ვანათის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მანჯგალაძის, ვაჩნაძის, პუშკინისა და გუდიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რევაზ ჯაფარიძის, რჩეულიშვილის, ზემო ვაკის, გალის, კეკელიძის, შატბერაშვილისა და ნინო ჟვანიას ქუჩების მცხოვრებლებს.
 
სამგორის რაიონში 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, კახეთის გზატკეცილის, აეროდრომის დასახლების, სამშენებლო დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ნავთლუღი-2 დასახლების, ოსიპ მანდელშტამის, ხომლელის, კალოუბნის, ჯავახეთის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, წულუკიძის, ჩაჩუას, რამიშვილის, მხარგრძელის, ლაღიძის, რევაზ მამისაშვილისა და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, სამხედრო დასახლების, ქიზიყის, ქინძმარაულის, ნაკადულის, საფერავის, ალექსანდროულის, ჩხავერისა და თაკვერის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 11:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირისა და სტანისლავსკის ქუჩის მცხოვრებლებს.
 
საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
 
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, სოფელი ფონიჭალის, ვაგზლის, შოთა ნიშნიანიძის, ცოტნე დადიანისა და სადგურის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
ვაკის რაიონში 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ნინო რამიშვილის, ბარნოვის, ქობულეთის, მცხეთისა და შროშის ქუჩების მცხოვრებლებს.
 
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი