ბრაზილიაში საქართველოს საელჩომ ტუროპერატორებისთვის პრეზენტაცია გამართა

ბრაზილიის ტურიზმის სფეროში საქართველოს პოპულარიზაციის და მისი, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულების დამკვიდრებისათვის, საქართველოს საელჩომ ქვეყანაში მოქმედ ტუროპერატორებს უმსაპინძლა.

შეხვედრის უმთავრეს მიზანს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლება და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის სრულად წარმოჩენა წარმოადგენდა. ამ მხრივ, დარგის სპეციალისტებთან გამართულ პრეზენტაციაზე წარდგენილ იქნა მასალა საქართველოს ღირსშესანიშნაობების შესახებ.

აღინიშნა, რომ უძველესი ისტორია, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, ორიგინალური სამზარეულო, ბუნებრივ-კლიმატური მრავალფეროვანება, არსებული კურორტები, ღვინის სამშობლოს სტატუსი გამოარჩევს საქართველოს ბევრი სხვა ქვეყანისაგან და ოთხი სეზონის სასურველ ტურისტულ დანიშნულებად აქცევს.

საქართველოში სამოგზაუროდ გამგზავრებამდე სასურველი ტურის დაჯავშნისა და დაგეგმვის მიზნით, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებს ასევე ტურიზმის შემადგენელი ტექნიკური მახასიათებლების შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები