უბედური შემთხვევა ქუთაისში – 65 წლის ქალი მეხუთე სართულიდან გადავარდა

უბედური შემთხვევა ქუთაისში – 65 წლის გულნარა გოშხეთელიანი მეხუთე სართულიდან გადავარდა.

ის მძიმე დაზიანებებით იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თვითმხილველის ნაილი სახელაშვილის თქმით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

როგორც რეფერალური საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილების გამგე ზურაბ წულაია ამბობს, ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება .

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები