ლევან სურგულაძე: დაგროვებით საპენსიო სქემაში მილიონამდე ადამიანია ჩართული

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს დირექტორმა კომიტეტის წევრებს საპენსიო სააგენტოს ბოლო მონაცემები გააცნო.

როგორც ლევან სურგულაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, დაგროვებით საპენსიო სქემას 900,688 უნიკალური მონაწილე ჰყავს.
მისივე თქმით, ფონდის ღირებულება ამ დროისათვის 361,374,058 მილიონი ლარია.
“ფონდის ღირებულება ამ დროისათვის 361,374,058 მილიონი ლარია, ამას ემატება დარიცხული სარგებელი რომელიც 8,620,849 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო ფონდში 58,292 კომპანიაა ჩართული. ფონდის ერთეულის ღირებულება კი 10,4113-ია.” – განაცხადა ლევან სურგულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები