სოფელ ბუშეტში აპრილის ბოლოს დახურული საბავშვო ბაღი ჯერ კიდევ არ ფუნქციონირებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფ.ბუშეტის საბავშვო ბაღი აპრილის თვიდან დღემდე დახურულია.

სასწავლო წლისთვის ბაღის უფუნქციოდ დატოვება აპრილის თვეში მომხდარ ფაქტს უკავშირდება,რა დროსაც ბაღში რამოდენიმე აღსაზრდელს ინტოქსიკაცია დაფიქსირდა.

ბაგა ბაღების გაერთიანებაში “რეგიონულ კვირასტან“ აცახდებენ,რომ სააღმზრდელო დაწესებულებას პროკურატურის საბოლოო წერილობითი დასკვნის არ ქონის გამო ვერ ხსნიან.

გაერთიანების დირექტორი,ია ლუარსაბაშვილის თქმით,  ხელმძღვანელობამ პროკურატურას არაერთხელ მიმართა,თუმცა გამოხმაურება ამ დრომდე არ ყოფილა.

“დაკეტილია,რადგან გამოძიება ჯერ არ დამთავრებულა,აპრილის თვეში მოხდა აღსაზრდელების ინტოქსიკაცია და ველოდებით გამოძიების შედეგებს, რასთან გვქონდა საქმე. როგორც კი საბოლოო პასუხი გვექნება,ბაღი ბავშვებს ყოველგვარი პრობლემის გარეშე მიიღებს“- აცხადებს ლუარსაბიშვილი.

გაერთიანების ხელმძღვანელი აღნიშნავს,რომ ბაღს შესაბამისი ინფრასტრუქტურა აქვს და აღსაზრდელების მიღებისთვის მზადაა.

ია ლუარსაბაშვილის თქმით,ამ ეტაპზე სოფელ ბუშეტის ბაღის აღსაზრდელების ნაწილი , ქვემო ხოდაშნის ბაღში ივლიან, რომელიც ორშაბათს გაიხსნება , საკანალიზაციო სისტემის მოუგვარებლობის გამო, ნაწილიც ბაღის გახსნამდე თელავში დადის.

სოფ.ბუშეტის საბავშვო ბაღში 52 აღსაზრდელია დარეგისტრირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები