უკრაინელი მხატვრების გამოფენა ბათუმში

საერთაშორისო ფესტივალის – “მეგობრობის პალიტრა – წელიწადის 4 დრო“ – შემოდგომის სეზონი გაიხსნა.

პლენერი 10 დღის მანძილზე გრძელდება და მასში მონაწილეობას 10 უცხოელი და ქართველი მხატვარი იღებს.

ფესტივალის ფარგლებში ხელოვნების მუზეუმის გალერეაში უკრაინელი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა.

გამოფენაზე თანამედროვე უკრაინელი მხატვრების 20-მდე ტილო იქნა წარმოდგენილი.

პლენერის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები კი 15 ოქტომბერს, ხელოვნების მუზეუმის გალერეაში გამოიფინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები