“ცოტა მეუხერხულება კიდეც ჩემი სახელობის ტურნირზე საუბარი“- ცაგერში ქართულ ჭიდაობაში კობა ქომეთიანის სახელობის ტურნირი გაიხსნა

ცაგერის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლაში ქართულ ჭიდაობაში საქართველოს მასშტაბით საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის,რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ქართულ ჭიდაობაში, ცაგერის სასპორტო სკოლის ხელმძღვანელის კობა ქომეთიანის სახელობის ტურნირი გაიხსნა .

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია საქართველოს სპორტის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტრო, ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია და მუნიციპალიტეტის მერია.

ტურნირში საქართველოს 15 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი გუნდი მონაწილეობს.

საქართველოს ქართული ჭიდაობის ვიცე პრეზიდენტის,ორგზის ფალავანის ქართულ ჭიდაობაში ოთარ ყურაშვილის განცხადებით, მისასალმებელია ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების ზრუნვა სპორტის და კერძოდ ქართული ჭიდაობის განვითარების მიმართულებით.

“დღეს ცაგერში დაწყებული ტურნირი კობა ქომეთიანის სახელობის თასზე, მეტყველებს იმაზე, რომ აქ პატივს სცემენ სპორტის ამ სახეობას,ეს აუცილებელია მომავალი თაობებისთვის, რათა აქედან გაიზრდონ დიდი და სახელოვანი სპორტსმენები“- განაცხადა ყურაშვილმა.

მუნიციპალიტეტის მერმა, ავთანდილ უგრეხელიძემ, რომლიც  ტურნირის გახსნის საზეიმო ცერემონიალს დაესწრო ” რეგიონულ კვირასთან“საუბარში  აღნიშნა, რომ -„სპორტის ამ სახეობის განვითარება მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის,რათა არ დაიკარგოს ტრადიცია”.

“მადლობა მინდა გადავუხადო ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას,საქართველოს სპორტის ,განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერისათვის, ჩვენი მუნიციპალიტეტის მერიაც რა თქმა უნდა ჩართული იყო ამ ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარების პროცესში,რადგან ლეჩხუმის პოპულარიზაციისათვის მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის ტურნირების ჩატარება. ცაგერის მუნიციპალიტეტი ჩვენთან სტუმრად ჩამოსულ 15 რეგიონის წარმომადგენლებს ორი დღე უმასპინძლებს“- განაცხადა უგრეხელიძემ.

ტურნირი ქართულ ჭიდაობაში 9 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები