ადიგენში ავტოავარიის შედეგად ხუთი პირი დაშავდა

 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დაბა ადიგენში. ერთმანეთს „ოპელისა“ და „სუბარუს“ მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანებები ხუთმა მგზავრმა მიიღო, აქედან სამი საშუალო სიმძიმისაა, ორი კი მსუბუქი.

რეფერალურმა ბრიგადამ სამი პაციენტი თბილისში გადაიყვანა. მათ საშუალო სიმძიმის პოლიტრავმები ჰქონდათ. ორი პირი, რომელიც მსუბუქად იყო დაშავებული, უკვე გაეწერა“, – განუცხადა “რეგიონულ კვირას”  ადიგენის კლინიკის მენეჯერმა ლალი ბალახაშვილმა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, რომ შემთხვევა დაბის ცენტრში მოხდა.

“გზა მშრალი იყო, „ოპელი“ ცენტრალურ გზაზე მიდიოდა, „სუბარუმ“ მეორეხარისხოვანი გზიდან გადმოუჭრა. რაც დავინახე, ორ კაცს ჰქონდა თავზე დაზიანებები, ქალს ცხვირი ჰქონდა გატეხილი და სავარაუდოდ, ამნეზია დაემართა.

შსს-მ  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება. საქმეს ადიგენის რაიონული სამმართველო იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები