ადიგენის მოსახლეობა შიდა გზების პრობლემების მოგვარებას ითხოვს

ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.

რწმუნებულის მოადგილეები შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი, ახალციხის და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჭეჭლაში, ზედუბანში, ჭელაში, საირმესა და უტყისუბანში მოსახლეობას შეხვდნენ.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მათთან ერთად განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ძირითადად პრობლემად შიდა გზების მოასფალტება გამოკვეთა.

აღნიშნულ სოფლებში რეაბილიტირდა სარწყავი წყლის არხები, მოეწყო გარე განათება, მოეწყო რიტუალების სახლი, მოხდა სასაფლაოს შემოღობვა.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობასთან ანალოგიური ფორმატის შეხვედრებს სხვა მუნიციპალიტეტებშიც მართავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები