კობა ლურსმანაშვილი: ეს შეხვედრები სოფლებში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას ემსახურება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას შეხვდნენ. ადგილობრივებმა სოფლებიდან ხანი, ზედა დიმი, ზეგანი და საკრაულა ხელისუფლების წარმომადგენლებს მათი საჭიროებები და პრობლემები გააცნეს.
​შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი გამოიკვეთა. ადგილობრივების თქმით, ძირითად პრობლემას სასმელი წყალი წარმოადგენს. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს დაბინძურებული, ჯანმრთელობისთვის მავნე წყალი მიეწოდება. არიან ისეთებიც, ვისაც წყალი საერთოდ არ მიეწოდება.
ასევე, სოფელ ზედა დიმში შეფერხებულია ელექტროენერგიის მიწოდებაც. აღნიშნული პრობლემის შესახებ. ერთ-ერთი ადგილობრივი, მარინა გარუჩავა “რეგიონული კვირას” უყვება.
“ჩვენს სოფელში წლების მანძილზე,  ყველაზე რთული პრობლემა არის ელექტროენერგიის მიწოდება. პატარა პრობლემაზეც კი დენი ითიშება. დაახლოებით ოთხმოცი ოჯახი უსინათლოდ ვართ. დღევანდელ პორობებში უშუქოდ რომ იქნები ადამიანი, ძალიან რთულია. ასევე, არის  სასმელი წყლის პრობლემა. ზაფხულში მოსახლეობის ოთხმოცი პროცენტი იყო მოწამლული, მაგრამ ჩვენ არ ვიცოდით თუ ეს წყლის გამო იყო. მოსახლეობა უკვე ამ წყალს აღარ სვამს. რასაც მივაღწიეთ – გამოვაკარით ბანერი, რომ წყალი დაბინძურებულია. დღეს ველოდებით პასუხს როგორ მოვიქცეთ”,- ჰყვება მარინა გარუჩავა.

​ადგილობრივების მიერ დასახელებულ საჭიროებებზე ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილი აღნიშნა, რომ სწორედ პრობლემების იდენტიფიცირებას ემსახურება მსგავსი ტიპის შეხვედრები, რათა ბიუჯეტი ორიენტირებული იყოს იმ საკითხებზე, რაც მოსახლეობისთვის მეტად პრიორიტეტულია.

“გრძელდება ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრაე. მოსახლეობის პრობლემების იდენტიფიცირებას ვახდენთ. კონკრეტულად ეს შეხვედრები ემსახურება  სოფლებში დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტას. ბევრგან გამოიხატა მადლიერება ხელისუფლების მიმართ, რომ მოგვარებულია ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა პრობლემები. არის ისეთი პრობლემებიც, რომელიც მოსახლეობას წლებია აწუხებს. ჩვენი შეხვედრების მიზანი სწორედ ამ პრობლემების გადაწყვეტაა.
რაც შეეხება აქ წყლისა და ელექტროენერგიის პრობლემას, აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას ეს პრობლემები. ჩვენ მოსახლეობას განვუმარტეთ, რომ ბიუჯეტი იქნება ორიენტირებული არამხოლოდ ხელფასების ზრდაზე არამედ, გავაძლიერებთ ბიზნესს, სტარტაპების მიმათულებით თანხების დახაჯვას, რაც კიდევ უფრო მეტ სამუშაო ადგილს შექმნის”,- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები