“ამ გზით პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის” – “მაქსიმი” აქციის მონაწილეებს პასუხობს

“მაქსიმმა” შესთავაზა პროტესტით გამოსულ მძღოლებს სამუშაო საკითხების მშვიდად განხილვა, თუმცა მათ გადაწყვიტეს ულტიმატუმის ენით მოქმედება. ამ გზით პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ არგუმენტირებული დიალოგისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მივაწვდით ხმას ამ ადამიანებს.”- ასე ეხმაურება ბათუმში მიმდინარე საპროტესტო აქციას სერვისი “მაქსიმის” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ქობულაძე.

მისი თქმით, მათ არ შეუმცირებიათ ტარიფები. ზაფხულში მგზავრობის ღირებულება ქალაქის ცალკეულ რაიონებში უფრო მაღალი იყო, ახლა კი ფასები დაუბრუნდა სეზონურ ცვლილებებამდე არსებულ დონეს.

“”მაქსიმს” არ შეუმცირებია ტარიფები. ზაფხულში მგზავრობის ღირებულება ქალაქის ცალკეულ რაიონებში უფრო მაღალი იყო, ახლა კი ფასები დაუბრუნდა სეზონურ ცვლილებებამდე არსებულ დონეს. უცნაურია, რომ მძღოლები აპროტესტებენ იმას, რაც აქამდე აწყობდათ.

მგზავრობების ღირებულება ითვალისწინებს კონკურენციას, მოთხოვნასა და მიწოდებას, ბალანსს მძღოლების მხრიდან შემოსავლის მიღებისა სურვილისა და მგზავრების ინტერესებს შორის, რომლებისთვისაც მომსახურება ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მისი შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ბაზრის მაჩვენებლების ანალიზის შემდეგ.

ახლა სერვის «მაქსიმის» მძღოლების აბსოლუტური უმრავლესობა ბათუმში არ მონაწილეობს საპროტესტო აქციაში. მათ იციან, რომ ფასების უსაფუძვლო ზრდა შეამცირებს ტაქსის მომსახურების სარგებლობის მსურველთა რაოდენობას, რის გამოც დაზარალდებიან. აქციის მონაწილეები თვითონ ამცირებენ თავიანთ შემოსავალს, ვინაიდან ამ დროის განმავლობაში ისინი ბევრი შეკვეთის შესრულებას შეძლებდნენ.

“მაქსიმმა” შესთავაზა პროტესტით გამოსულ მძღოლებს სამუშაო საკითხების მშვიდად განხილვა, თუმცა მათ გადაწყვიტეს ულტიმატუმის ენით მოქმედება. ამ გზით პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ არგუმენტირებული დიალოგისთვის და ვიმედოვნებთ, რომ მივაწვდით ხმას ამ ადამიანებს, “- აცხადებს ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ქობულაძე.

ბათუმში, ტაქსის კომპანია  “მაქსიმის” მძღოლებმა საპროტესტო აქციას გამართეს. ისინი ადმინისტრაციისგან ძველი ტარიფით მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ.

მათი თქმით, 1 ოქტომბრიდან სამგზავრო ტარიფები დაეწიათ, რაც ფინანსურ მდგომარეობაზე აისახა.

მძღოლების განცხადებით, თუ კომპანია მათ მოთხოვნას არ გადახედავს, პროტესტის გაგრძელებას გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები