შალვა თადუმაძე: არსად წასვლას და გადადგომას არ ვაპირებ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის თქმით, ის არსად წასვლას არ აპირებს იმის გამო, რომ ვიღაცას მისი დიპლომის ნამდვილობაში ეჭვი ეპარება. როგორც მან განაცხადა, აღნიშნული დიპლომი თავის დროზე კანონის შესაბამისად გაიცემოდა.

“მე მესმის ამ დიპლომის ამბავი, თავიდანვე მქონდა ეს გაცნობიერებული და საკუთარი ნებით გამოვაქვეყნე. მივიღე მონაწილეობა იმ კონკურსში და არაერთხელ მაქვს გამოქვეყნებული ეს დიპლომი, სხვადასხვა კონკურსებში, მათ შორის იმ კონკურსში, რომელიც მონიტორინგის კუთხით განვახორციელეთ ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რამდენად ობიექტურად ხდება ადამიანების საჯარო სამსახურში აყვანა.
18 წლის განმავლობაში მე ჩემი დიპლომი არ დამიმალავს და ახლა არ მოვიტანე. 1999 წელს ეს დიპლომი წარდგენილი მაქვს თავდაცვის სამინისტროში და პირად საქმეში არსებობს და არსებობენ ოფიცრები, პირები, რომლებიც მე სამსახურში მიყვანდნენ, როგორც კვალიფიციურ იურისტს.
ამიტომ, ახლა ეს საუბარი, რომ მე უნდა გადავდგე, რატომ უნდა გადავდგე, იმიტომ რომ ვიღაც ეჭვიანობს? რა საგამოძიებო კომისიაზეა საუბარი? არსებობს რამე დოკუმენტი, სადაც წერია რომ შალვა თადუმაძის დიპლომი არის ყალბი? ან შალვა თადუმაძეს არ შეეძლო იმ დროს ასეთი განათლება მიეღო და ასეთი დიპლომი აეღო?
არსად გადადგომას არ ვაპირებ, არ მიცხოვრია ისე, რომ რამე დამემალოს, მათ შორის მით უმეტეს დიპლომი არ მაქვს დასამალი. 2001 წლიდან აქტიურ იურიდიულ საქმიანობას ვეწევი, არც ერთი ხელისუფლებისთვის დამოუკიდებელ იურისტად მისაღები არ ვიყავი.
2006 წელს აქტიურ საადვოკატო საქმიანობას ვეწევი, ამ დიპლომით წარვდექი ადვოკატთა ასოციაციაში, ჩავაბარე გამოცდები და მივიღე ადვოკატის საქმიანობის ლიცენზია.
ახლა იმიტომ, რომ რამდენიმე ან არაკეთილსინდისიერი ან არაკვალიფიციური არასამთავრობო ორგანიზაცია ეჭვიანობს ჩემს დიპლომზე, ამიტომ 18 წელი ჩემი მუშაობა, აღარ ვიხსენებ რა მუშაობები და რა პერიოდები მაქვს გადატანილი იმ პერიოდში, რა პერიოდშიც ვმუშაობდი, ეს უნდა გადავდო და ახლა დაველოდო საგამოძიებო კომისია იტყვის თუ არა, დიპლომი არის ნამდვილი.
ახლავე გეუბნებით, რომ საგამოძიებო კომისია იტყვის, რომ ეს დიპლომი არის ნამდვილი.

ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს დიპლომი გაიცემოდა კანონის თანახმად, მე მქონდა შესაძლებლობა ეს დიპლომი მიმეღო, მე ეს დიპლომი მივიღე და მე ჩემი კარიერა შევქმენი”,-განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები