ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აბაშის მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს

აბაშაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან აქტიურად გრძელდება.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამჯერად მოსახლეობას, აბაშის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში, კეთილარში, გულეიკარში, ნაესაკოვოსა და კოდორში, შეხვდნენ.

პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სოფლებში არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ადგილობრივებისგან ინფორმაცია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ, პარლამენტის წევრმა ლევან მგალობლიშვილმა, აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა კვიტაშვილმა მიიღეს.

“მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება, არც არასოდეს შეგვიწყვეტია და მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ხალხთან. ძირითადი პრობლემები რაც იკვეთება ეს არის უმნიშვნელოვანესი გაზიფიცირების საკითხი. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ და იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლისთვის პროექტირების ფარგლებში მაინც 100%-ით იქნება დასრულებული აბაშა და შემდეგ უკვე დაიწყება მშენებლობა“ – აღნიშნა აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა გარე განათების და შიდა გზების პრობლემა, ასევე, სოფლებში გაზიფიცირების პრობლემის მოგვარება ითხოვეს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.

შეხვედრებზე დასახელებული პრობლემების მოგვარებისთვის მაქსიმალურად მოხდება მათი მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები