შალვა თადუმაძე: ინერგება განათლების ახალი სტრატეგია, პროკურორებს შეუძლიათ ადგილზე მიიღონ გადაწყვეტილება

პროკურატურა არ არის ის უწყება, რომლის საქმიანობაც ყველასთვის მოსაწონია, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, განათლების ახალი სისტემა ინერგება, პროკურორებს შეუძლიათ, ადგილზე მიიღონ გადაწყვეტილება და მაქსიმალური მცდელობაა, რაც შეიძლება მალე იყოს მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები.

“მინდა გავიხსენო ის პერიოდი, როდესაც მე მთავარი პროკურორი გავხდი და ის მდგომარეობა, რაც მაშინ მთავარ პროკურატურაში იყო. მთავარი პრობლემა – ეს არის გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე პროკურატურაში. ამ მიმართულებით შევქმენი ფორმატი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ პროკურორებმა ადგილებზე შეძლონ გადაწყვეტილების მიღება, ზემდგომის, ამ შემთხვევაში გენერალური პროკურორის, ჩარევის გარეშე. და ამ ფორმატის ფარგლებში ჩვენ რამდენიმე რეკომენდაცია შევიმუშავეთ“. – აღნიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა.

თადუმაძის განმარტებით, პროკურატურა არ არის ის უწყება, რომლის საქმიანობაც ყველასთვის მოსაწონია.

“ჩვენ დავიწყეთ კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი – ეს იყო განათლების სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფდა თითოეული პროკურორის კარიერის დაგეგმვას, მათ დაწინაურებას და სოციალურ უზრუნველყოფას. პროკურატურაში გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებენ იმ ფონზე, როდესაც 200 ათასამდე მიმდინარე საქმეა. ჩემი გენპროკურორობის მანძილზე ყველა გახმაურებულ საქმეზე მაქსიმალურად ვეცადე და ახლაც ვცდილობ, რაც შეიძლება მალე იქნეს მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილებები. ხშირად ვისმენ კრიტიკას, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ამბავია პროკურატურა ეს არ არის უწყება, რომლის საქმიანობაც ყველასთვის მოსაწონია“. – განაცხადა თადუმაძემ.

დეპუტატი დავით მათიკაშვილის კითხვის: რა უშლის ხელს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას? პასუხად შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ პროკურატურაში თავდაჯერებულობის ნაკლებობაა.

“შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღებას, ერთი მხრივ, ხელს უშლის თავდაჯერებულობის ნაკლებობა პროკურატურაში, როდესაც პროკურორი ფიქრობს თითოეული ნაბიჯი უფროსს უნდა შეუთანხმოს. და მეორე მხრივ, განათლების ნაწილში საკმაოდ სერიოზული მიმართულებები, რათა ტრეინინგები არ ყოფილიყო ტრენინგებისთვის, ტრეინინგები ყოფილიყო შეფასებისთვის და ეს შეფასება ყოფილიყო შემდგომ კარიერისთვის“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები