შალვა თადუმაძე: ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე, აქ რომ 1997 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ

სახელმწიფომ გახსნა უნივერსიტეტი, იქ მივედი, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 1997 წელს არსებულ განათლების სისტემაზე თავად პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

“მე ვერ ავიღებ ჩემს თავზე 90-იანი წლების განათლების სისტემას. მე შემიძლია ვისაუბრო ჩემს დიპლომზე, შემიძლია ვისაუბრო სამართლებრივ შემადგენლობებზე, პროკურატურასა და სასამართლოზე. ბოდიში, რომ ამ ქვეყანაში დავიბადე. ამ ქვეყანაში ასეთი განათლების სიტემა იყო. არ არსებობს არც ერთი დოკუმენტი, რომელიც ამბობს, რომ შალვა თადუმაძეს არ ჰქონდა ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა ამ ფორმით. არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ არ მაინტერესებს, სად იყო გახსნილი უნივერსიტეტი. სადაც იყო გახსნილი, სადაც სახელმწიფომ დაუშვა უნივერსიტეტის გახსნა, მათ შორის, მიწისქვეშა გადასასვლელში, იქ მივედი, რა პროგრამითაც მასწავლიდნენ, იმ პროგრამით ვისწავლე, რა სახის დიპლომიც მომცეს, ის დიპლომი წამოვიღე. ამის შესაძლებლობა მქონდა კანონით. 1997 წლამდე საბჭოთა განათლების კანონი რომ მოქმედებდა ამ ქვეყანაში, ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები