აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ახალი მოადგილეები წარადგინა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი მოადგილეები -ჯემალ სურმანიძე და აკაკი ძნელაძე წარუდგინა.

“სამინისტროს თანამშრომლებს წარვუდგინეთ მოადგილეები, რომლებიც ვაკანტურ პოზიციებზე პოლიტიკურ გუნდთან ერთად შეირჩა. გადაწყვეტილების მიღების დროს მთავარი კრიტერიუმი იყო მათი გამოცდილება და მათი საქმიანობის მიმართ საზოგადოების ნდობა, ადამიანები, რომლებიც მრავალწლიანი გამოცდილებით გამოირჩევიან ამ სფეროში, იცნობენ შესაბამის სფეროს და ჩვენ მზად ვართ ერთად გავუმკლავდეთ ნებისმიერ გამოწვევას” – აღნიშნა მოადგილეების წარდგენისას მაია ხაჯიშვილმა.

ჯემალ სურმანიძე 2013 წლიდან მუშაობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსად, აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში.

აკაკი ძნელაძე იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, მონაწილეობდა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენაში. 2016 წლიდან დღემდე მუშაობდა აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწედ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები