“ვაპროტესტებთ იმ უკანონობას, რომელიც პარლამენტშია” – საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან მოძრაობა “შეცვალე“ საპროტესტო აქციას მართავს.

მოძრაობის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში შესვლასა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძესთვის კითხვების დასმას ითხოვენ.

ამასთან, შეკრებილები პარლამენტს მოუწოდებენ, მოქმედი მთავარი პროკურორი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არ აირჩიოს.

“ჩვენი მოძრაობის სახელით ვაპროტესტებთ იმ უკანონობას, რომელიც პარლამენტშია. ჩვენ ვაპროტესტებთ უდიპლომო, იურიდიული განათლების არმქონე ადამიანის დანიშვნას უვადო მოსამართლედ. ეს პიროვნება ბიძინა ივანიშვილის პირადი იურისტია და ამ კითხვების დასმა გვინდოდა, მაგრამ ჩვენი კონსტიტუციური უფლება შეზღუდეს და პროგრამის გაჭედვა მოიმიზეზეს. ეს აპრობირებული მეთოდია, როდესაც არ უნდათ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მწვავე კითხვები დაისვას. ამ მიზეზით პარლამენტში არ გვიშვებენ და არ გვაძლევენ უფლებას თადუმაძეს კითხვები დავუსვათ“, – განაცხადა მოძრაობა “შეცვალე“-ს წევრმა ოთარ ათათიამ.

პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები