შალვა თადუმაძე: დღეს შესაძლებელია გენერალური პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს, ეს არის სტანდარტი, რადიკალურად განსხვავებული იმისგან, რაც აქამდე არსებობდა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, გენერალურმა პროკურორმა, შალვა თადუმაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნინო გოგუაძის კითხვას უპასუხა, რომელმაც მას შემდეგი კითხვით მიმართა – განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე საქმეებს, რომლითაც ჩვენ შალვა თადუმაძეს შევაფასებთ, როგორც კომპეტენტურ, პროფესიონალ, დამოუკიდებელი შეხედულებების მქონე ადამიანს, იმსახურებს, რომ იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე უვადოდ?

​რაზეც შალვა თადუმაძემ უპასუხა:

“არ დამავიწყდება შემთხვევა, როდესაც ბრალდებული, რომელსაც განზრახ მკვლელობის მუხლით ედებოდა ბრალი და მტკიცებულებებით გამოიკვეთა და იურიდიული შეფასება დასჭირდა ამას და ბუნებრივია მე ჩართული ვიყავი ამ მძიმე დანაშაულის გამოძიების და კვალიფიკაციის ნაწილში, პირადად მე მივიღე მისთვის კვალიფიკაციის შეცვლის და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციის მიცემის ამ ქმედებაზე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის სიტყვები, როდესაც ბრალდებულმა თქვა, ადვოკატის კონსულტაციის შემდეგ იყო ასეთი პოზიცია, რომ სჯობს არ აღიარო და გაგიყვან და ბრალდებულმა თქვა, რომ არა პროკურატურა მე მდებს ბრალს იმაში რაც ჩავიდინე და მე ეს დანაშაული უნდა ვაღიარო და მაშინ, როდესაც მე საბჭოს წინაშე წარვდექი და პარლამენტის წინაშეც წარვდექი მე მაშინ ვთქვი, რომ არც ერთი ადამიანი შესაბამისი ბრალის სტანდარტის გარეშე ამ ქვეყანაში არ იქნება პასუხისგებაში მიცემული და აი ეს პატარა მონაკვეთი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მე შევძელი ეს გადაწყვეტილება გამეკეთებინა და იმ დანაპირების ერთი მონაკვეთი შემესრულებინა, რომელიც გავაკეთე, იმიტომ რომ ესეთი პრაქტიკა, როგორც ასეთი საქართველოს პროკურატურაში არ იყო, რომ ბრალდებულის მიმართ შემამსუბუქებელი კვალიფიკაციები გამოეყენებინა იმ შემთხვევაში, როდესაც სახელმწიფოებრივი რესურსები არსებობდა.
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ჩემი საპროკურორო საქმიანობის ალბათ ყველაზე წარუმატებელ საქმიანობად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ის ერთი ფრაზა, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია. მე როგორც საქართველოს გენერალურმა პროკურორმა, ერთხელ და ზოგადად როგორც პროკურორმა, ერთხელ და მხოლოდ ერთხელ მივმართე სასამართლოს შუამდგომლობით კონკრეტული ღონისძიების გამოყენების თაობაზე და მე რომ მახსენდება ის პერიოდი, რა პერიოდშიც მიწევდა საადვოკატო საქმიანობა მიუხედავად ამ საპროკურორო საქმის წარუმატებლობისა, ჩემთვის ის ფრაზა, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს ეს არის სტანდარტი, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს, რომელსაც შეუძლია სასამართლომ გააკეთოს და თქვას, რომ თუ არ არსებობს სტანდარტი შეიძლება არ დაკმაყოფილდეს გენერალური პროკურორის შუამდგომლობა და ეს შუამდგომლობა ჩემი აზრით ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხაზია და მანიშნებელი იმის, თუ როგორი დამოკიდებულებაა დღეს სასამართლოსა და პროკურატურას შორის, რადიკალურად განსხვავებული არსებულისა, რომელიც არსებობდა აქამდე და მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესოა სამომავლოდ ამ მართლმსაჯულების სისტემაში”, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები