შალვა თადუმაძე: მაჩალიკაშვილის საქმე ერთ-ერთი პრიორიტეტულია საქართველოს პროკურატურისთვის

მაჩალიკაშვილის საქმე ერთ-ერთი პრიორიტეტულია საქართველოს პროკურატურისთვის, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა დაინტერესდა, თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხზე რატომ არ არის შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული.

“აღნიშნული განცხადება ჩემთვის, ბუნებრივია, ცნობილია და ეს საქმე ერთ-ერთი პრიორიტეტულია საქართველოს პროკურატურისთვის. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სამწუხაროდ, საგამოძიებო მოქმედებები მხოლოდ პროკურატურის უწყებაში არ ხორციელდება, მით უმეტეს, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე. შემიძლია, დეტალურად ვისაუბრო მიმდინარე საგამოძიებო პროცესზე. დაკითხულია თითქმის ყველა მოწმე. გადაკითხულია ყველა ის მოწმე, რომელთაც სურვილი ჰქონდათ, დამატებით დაკითხულიყვნენ. მიმართულია შესაბამისი სამსახურებისთვის შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარების თაობაზე. შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის გარკვეული დოკუმენტების მიღება-ამოღება იყო საჭირო. ამ საქმესთან დაკავშირებით უკანასკნელი ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემთვისაც შეიძლება გამოწვევა იყოს და აუცილებლად, მომდევნო საპარლამენტო მოსმენაზე წარდგენის შემთხვევაში, კენჭისყრის ვადებში, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მიღებული იქნება”. – განმარტა შალვა თადუმაძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მოქმედ გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები