ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის ფილმ „შინდისის“ დახურული ჩვენება გაიმართება

14 ოქტომბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის მხატვრული ფილმის, „შინდისის“ დახურული ჩვენება გაიმართება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, ფილმის ჩვენება ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში იგეგმება.
ფილმის ჩვენებაზე დასწრების მსურველებმა უნდა წარადგინონ ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოქმდედბს სამსახურის „ცხელი ხაზი“: 2 48 16 26.
მხატვრული ფილმი „შინდისი“ 2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან დაღუპული 17 სამხედრო მოსამსახურის ისტორიას ასახავს და მასზე მუშაობა 2 წელი გრძელდებოდა.
სრულმეტრაჟიანი ფილმის იდეისა და პროექტის ავტორი ედმონდ მინაშვილია, პროდიუსერი – ედმონდ მინაშვილი, ვლადიმერ კაჭარავა, მინდია ესაძე, სცენარის ავტორი – ირაკლი სოლომონაშვილი.
მთავარ როლებს გოგა პიპინაშვილი, დავით ბახტაძე, თამარ აფშილავა და მარიამ ჯიბლაძე ასრულებენ. ფილმზე გერმანიიდან სპეციალური მოწვევით რეჟისორმა დიტო ცინცაძემ იმუშავა.
ფილმი „შინდისი“ 2020 წელს, ამერიკის კინოაკადემიის მთავარ ჯილდოზე, „ოსკარზეა“ წარდგემნილი და საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები