აზერბაიჯანიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა 6.8 %-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს აზერბაიჯანიდან 1,169,831 ვიზიტორი ეწვია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 6.8 %-ით აღემატება. ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანი მხოლოდ რუსეთს ჩამორჩება, საიდანაც საქართველოს 1,205,974 ვიზიტორი ეწვია.
რაც შეეხება ვიზიტორების მიერ საქართველოში დახარჯულ თანხებს. 2018 წლის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ დახარჯული თანხის 55% მეზობელ ქვეყნებზე მოდის. 24.9%-იანი წილით პირველ ადგილზე აქაც რუსეთია. 8.3 %-ით კი აზერბაიჯანი მეოთხეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები