დღეს გიორგი გახარია პირველი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაური ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების მიმდინარეობას და შემდგომ პერსპექტივებს განიხილავს. აზერბაიჯანის შემდეგ დაგეგმილია ოფიციალური ვიზიტები სომხეთსა და თურქეთში. პირველი ოფიციალური ვიზიტები განხორციელდება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში, რომლებიც არიან ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორები როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები