ჟენევაში დღეს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება

ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდი გაიმართება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის და ჟენევაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის ლაშა დარსალიას განცხადებით, მოლაპარაკების საკითხების ჩამონათვალი საკმაოდ მწვავეა.

„ჟენევაში მთავარი თემის – ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულების გარდა, იქნება ის მოვლენებიც, რომლებიც დღეს ვითარდება და აქამდე ვითარდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, იქნება ეს უკანონო ბორდერიზაციის, დაკავების საკითხები თუ ბოლო მოვლენები, რომელთა გამოც მნიშვნელოვნად დაძაბული ფონია შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის დელეგაციას მოლაპარაკებებში ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. გრიგორი კარასინის ნაცვლად დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილე ანდრეი რუდენკო უხელმძღვანელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები