პარლამენტში დღეს შალვა თადუმაძეს მოუსმენენ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების პროცესის ფარგლებში პარლამენტში, საქართველოს გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მივიდა.

დღეს, შალვა თადუმაძეს იმ კითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა, რაც მის დიპლომთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” და სახალხო დამცველის აპარატმა წამოჭრეს.

შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, შალვა თადუმაძის დიპლომში მითითებულია, რომ მან სასწავლებელში 1993 წელს ჩააბარა, თუმცა ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა. ორგანიზაციის ცნობით, შეუსაბამობა სასწავლებლის დამთავრების თარიღთან დაკავშირებითაც იკვეთება- დიპლომში 1998 წელია აღნიშნული, შალვა თადუმაძეს კი ბიოგრაფიაში 1999 წელი აქვს მითითებული. მათი შეფასებით, აუცილებელია შესაბამისმა კომპეტენტურმა ორგანოებმა მთავარი პროკურორის დიპლომი შეისწავლონ და არსებულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით შესაბამისი განმარტებები წარმოადგინონ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი 23 სექტემბერს დაიწყო. დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე გაესაუბრნენ მოსამართლეობის 7 კანდიდატს – თამარ ალანიას, მერაბ გაბინაშვილს, მირანდა ერემაძეს, შოთა გეწაძეს, მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძეს და თამარ ზამბახიძეს. შალვა თადუმაძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის რიგით მერვე კანდიდატია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები