“ამ მუქ და ბნელ ამბავში, ყველაზე დადებითი ისაა, რომ შსს-მ, მკვლელობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია, თავადვე გაავრცელა და თავადვე გახსნა დანაშაული”

ამ მუქ და ბნელ ამბავში, ყველაზე დადებითი ისაა, რომ შს სამინისტრომ, მომხდარი მკვლელობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია, თავადვე გაავრცელა და თავადვე გახსნა დანაშაული, – ამის შესახებ ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში წერს და რუსთავში მომხდარ საზარელ მკვლელობას ეხმაურება.

“შემზარავი მკვლელობა მოხდა, რამდენიმე ადამიანმა, ახალგაზრდა კაცის მკვლელობა, ისე დაგეგმეს და ჩაიდინეს, რომ რჩება შთაბეჭდილება, მათ ერთი წუთითაც არ უფიქრიათ იმაზე, 35 წლის კაცი, რომელსაც 30 ჭრილობა მიაყენეს, ნაგვის მეშოკივით მტკვარში რომ მოისროლეს, არც უფიქრიათ, რომ მდინარე მას, გარკვეული დროის შემდეგ, გამორიყავდა… არც იმაზე დაფიქრებულა ვინმე, რომ ამ სასტიკ მკვლელობაში მონაწილე რამდენიმე პირთაგან, რომელიმე მათგანს, ახალგაზრდა კაცის მიმართ, მცირედი სიბრალული მაინც რომ გასჩენოდათ, შესაძლოა ეს ტრაგედია არ მომხდარიყო და ახალგაზრდა სიცოცხლეც გადარჩენილიყო…,სახეზეა, სასტიკი ქმედებების, ნაციონალური მეთოდი: – გაბედულება(მტკვარში ცხედარის გადაგდება) მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ უშუალოდ მკვლელობის ჩამდენი ჯღარკავას, მკვლელობის სადისტური მეთოდების გამოყენება, დაუსჯელობის განცდა და სიცოცხლის ხელყოფის ყველა დეტალი, ნაციონალური მეთოდია… მეთოდი, რომელიც ქვეყანას დღემდე, თითქოს ლაიტმოტივად მოჰყვება, აგერ უკვე, ლამის ათეულ წელზე მეტია და სააკაშვილის, სისხლიანი რეჟიმის თანდართული და განუყოფელი, ნაციონალურ-ფაშისტური მენტალიტეტი, დღემდე გვანგრევს და გვანადგურებს, შედეგები კი დღემდე მძვინვარებს ქვეყანაში… ნაციონალური რეჟიმის ნარჩენები კი პოლიციაში, პროკურატურაში, თავდაცვასა და სხვა ძალოვან უწყებებში, რომლებიც დღემდე უხვად არიან, კვლავაც განაგრძობენ, მუხლჩაუხრელად, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას, ცხადია, ამისთვის გამოყენებულია, ყველა აკრძალული მეთოდი.. მათ, ამ დრომდე, აქვთ იმის დიდი მოლოდინი, რომ ნაცები კვლავ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში. ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც ისეთ სადისტებად და შეუბრალებელ ჯალათებად აქცია ისინი, რომ 35 წლის ახალგაზრდა კაცი, მთელი სისასტიკით მოკლეს და შემდეგ მტკვარში გადააგდეს…. ყველაზე, სამარცხვინო კი ისაა, რომ მომხდარ ტრაგედიას, ნაციონალები სათავისოდ იყენებენ და უსირცხვილოდ, კვლავ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ… ხედავთ, პოლიციელები ხალხს როგორ ხოცავენ და მტკვარში ყრიანო…

მოხდა შემზარავი მკვლელობა, მაგრამ სანდრო გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელ ნაციონალურ ხელისუფლებას, უფლება არ აქვს, მორალური პასუხისმგებლობის ნარატივით ისაუბროს დანაშაულზე, რომელიც ნაციონალური რეჟიმის დროს გამოწრთობილმა მკვლელებმა ჩაიდინეს..
და ბოლოს… ამ მუქ და ბნელ ამბავში, ყველაზე დადებითი ისაა, რომ შს სამინისტრომ, მომხდარი მკვლელობის ფაქტი შესახებ ინფორმაცია, თავადვე გაავრცელა და თავადვე გახსნა დანაშაული, დაადგინა და დააკავა მკვლელობაში მონაწილე რამდენი პირი, მათ შორის მოქმედი პოლიციელები და ერთი ეჭვმიტანილი იძებნება… მათი ვინაობის შესახებაც დადგენილი ყველა ინფორმაცია საჯაროა და არ ხდება ისე, როგორც სააკაშვილის რეჯიმის დროს, ჩადენილ მკვლელობებში მონაწილეების შესახებ, დღეს რომ ვიგებთ, კოდუების, მერაბიშვილებისა და სხვათა მიერ ჩადენილ დანაშაულობებზე..

საკმარისია, ბოლოს და ბოლოს, როდის გამოვა ქვეყანა, ნაციონალური ზიზღის, სიძულვილისა და ბოროტების მდგომარეობიდან? გვახსოვს კარგად, ადამიანების დარბევაში აქტიურობისთვის, შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, პრემიებს რომ ურიგებდა პოლიციელებს… იმედია, ის ჯოჯოხეთი, ჩემს ქვეყანაში,არასოდეს არ გამეორდება!.. იმედია”, – წერს დარეჯან ლიპარტელიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები