თელავის თეატრი „გიორგი კიკნაძის კვარტეტის“ კონცერტს უმასპინძლებს

12 ოქტომბერს, 19:00 საათზე, თელავის თეატრის მცირე დარბაზი, „გიორგი კიკნაძის კვარტეტის“ წევრების კონცერტს უმასპინძლებს. ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტი საქართველოში „paysage“ ჯაზკონცერტების სერიით გაიმართება.
დაუკრავენ კვარტეტის წევრები:
ფრანკ დელე – საქსოფონი;
ლუკას კლაპი – როიალი;
კონრად ულრიხი – დასარტყამი;
გიორგი კიკნაძე – კონტრაბასი, კომპოზიტორი.
Paysage კონცერტების სერიის ორგანიზატორია Kavkazz Jazz.
კონცერტების სერია ტარდება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები